25 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაში მზიანი დღეა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა. დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +16 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. აქაც მზიანია ამინდია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდია ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +9 დაფიქსირდება.

ბორჯომშიც მზიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

დღე უნალექოდ ჩაივლის გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება და დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 10, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.