რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენს მოუთმენლობას და უკომპრომისობას შეიძლება საყვარელ ადამიანთან კამათი მოჰყვეს, არადა, საკმარისია სულგრძელობა გამოავლინოთ, რომ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება. სხვისი ნათქვამის გამო ადამიანზე წარმოდგენას ნუ შეიცვლით — შესაძლოა, ვიღაც თქვენს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო კვირამდე გადადეთ, რადგან ამ ეტაპზე საჭირო ინფორმაცია არ გაქვთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება, თუმცა ეცადეთ, გაუაზრებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა ენერგიის მცირე დაქვეითება იგრძნოთ. მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სუსტი სისტემა აქვთ, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

კურო

სიყვარულში ექსპერიმენტებს ნუ მოერიდებით — სიურპრიზები თქვენს ურთიერთობას განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს. ეცადეთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან თავი შორს დაიჭიროთ — თუ თქვენს რჩეულს ეჭვიანობის საბაბი მიეცით, მშვიდი დღე არ გელით!

სამსახურში მოსალოდნელია გაუგებრობა ან კოლეგებთან საუბრის დროს ძველი უთანხმოების გახსენება. პლანეტები თქვენს მხარეს არიან, ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. შესანიშნავი დღეა საყიდლებისთვის. სურვილის შემთხვევაში, ამ დღეს რისკზე წასვლაც კი გეპატიებათ — შეგიძლიათ სრულიად ახალი საქმე წამოიწყოთ! განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას, რადგან ამ დღეს მოწამვლის რისკი მაღალია. უცნობი კერძების დაგემოვნებისგან თავი შეიკავეთ.

ტყუპები

ეცადეთ, წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ, განსაკუთრებით თუ ეს უარყოფითი გამოცდილება იყო. თქვენი შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა, თუმცა მათ სრულად გამოსავლენად ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ.

ამ დღეს ეცადეთ, არავის დაუპირისპირდეთ. მაშინაც კი, თუ მარტო მოქმედებას მიეჩვიეთ, ახლა მოკავშირეების მხარდაჭერა ჰაერივით გჭირდებათ. მოულოდნელი ხარჯების ან შეფერხებების გამო, ფინანსურ მდგომარეობაში მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილება — ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო იმატებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი. გახსოვდეთ, რომ ყველა სნეულების სათავე სტრესი და გადაღლაა.

კირჩხიბი

გამონახეთ დრო იმისთვის, რომ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოთ — ეს თქვენს კავშირს უფრო გაამყარებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ურთიერთობის ფასს. დღეს შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ოჯახის წევრებს ყველაფერი პირში უთხრათ, თუმცა ეცადეთ, საყვედურები კონფლიქტში არ გადაზარდოთ.

ეს დღე საინტერესო ნაცნობობით, შემოქმედებითი და ოფიციალური შეხვედრებით სავსეა. სრულიად შესაძლებელია, კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობა უფრო თბილ და ახლო კავშირში გადაიზარდოს. გამოცდილი ფინანსისტების რჩევამ შეიძლება შეცდომები თავიდან აგაცილოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმოთ. ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებში ინფექციების რისკი იმატებს, ამიტომ იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ.

ლომი

ახლად გაცნობილი ადამიანის პირფერობას ნუ ენდობით — მას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოგაყენოთ. დაოჯახებულმა ლომებმა მეორე ნახევრის უადგილო საქციელის გამო შეიძლება იმედგაცრუება იგრძნონ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, სულგრძელობა და მიმტევებლობა გამოიჩინოთ.

შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს ყველა წამოწყებაში წარმატება ელით — ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თავში უამრავი საინტერესო იდეა მოგივათ. ეს დღე ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად იდეალურ პირობებს შექმნის. ისწავლეთ სწრაფი რეაგირება, სიტუაციური ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გეგმების შეცვლა. თუნდაც რკინის ჯანმრთელობა გქონდეთ, დატვირთვასა და დასვენებას შორის წონასწორობა უნდა დაიცვათ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულ ქალბატონებს მორიგი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის დამახასიათებელმა ეჭვიანობამ შეიძლება თაყვანისმცემლის დადებითი და უარყოფითი მხარეების ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. იყავით ყურადღებიანი ახლობლების გრძნობების მიმართ და გახსოვდეთ, რომ გულწრფელობა მტკიცე ურთიერთობის საფუძველია.

წინ დაძაბული სამუშაო დღე გელით. უზარმაზარი მოცულობის სამუშაო გაიძულებთ საქმეში თავით გადაეშვათ. ჩვეულებრივი, რუტინული მოვალეობების შესრულებაც კი დიდ ძალისხმევას და ორიგინალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინეთ, ყოველი ინფორმაცია გადაამოწმეთ და ეცადეთ ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ. ნაშუადღევს შეიძლება უმიზეზო მხიარულებამ შეგიპყროთ — ეს დაგროვილ სტრესზე თქვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.

სასწორი

საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი ძალიან მაღალია, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. ეცადეთ, საკუთარი ცხოვრებიდან ამოიღოთ ყველაფერი, რაც გღლით და გაღიზიანებთ.

ამ დღეს შესაძლოა, სამსახურში გაღებული ძალისხმევა ამაო აღმოჩნდეს, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით, თუმცა ხელმძღვანელობის დავალებისგან თავის არიდებასაც არ გირჩევთ. დღეს გაწეული დახმარება ასმაგად დაგიბრუნდებათ, ხოლო ახლახან გაცნობილი ადამიანი მომავალში ძალიან გამოგადგებათ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას — სტრესმა და სკანდალებმა შეიძლება ენერგიისგან სრულიად დაგცალოთ.

მორიელი

საყვარელი ადამიანის გულის მოგება რთულია, მაგრამ თუ უმოქმედობას გააგრძელებთ, წარმატების შანსი საერთოდ გაქრება! ოჯახში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, თუმცა ეცადეთ პარტნიორს მოუსმინოთ, შემდეგ კი ფიქრების დასალაგებლად დრო ითხოვოთ. არ არის გამორიცხული, თქვენით გავლენიანი პირი დაინტერესდეს და მძლავრი მფარველი შეიძინოთ.

გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურმა იღბალმაც გაგიღიმოთ, თუმცა გონიერება არ დაკარგოთ და ფული არ გაფლანგოთ. ფინანსურ რისკზე ნუ წახვალთ — სჯობს წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვეთ და ემოციური შენაძენისგან თავი შეიკავოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაავადების სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ და ექიმს დროულად მიმართოთ.

მშვილდოსანი

როგორც იქნა, შანსი გეძლევათ იმ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, ვისაც ასე დიდხანს ეძებდით! მშვენიერი პერიოდია ძველი კავშირების აღდგენისა და თანამშრომლობისთვის. შესაძლოა, ოჯახის მეგობართან ერთად საერთო საქმეც კი წამოიწყოთ.

მოსალოდნელია, რომ წვრილმანმა საქმეებმა და პრობლემებმა დიდი ენერგია წაიღონ და სასურველი შედეგი ვერ მოგიტანოთ. თუ უსიამოვნო წინათგრძნობა გაქვთ, დაგეგმილი ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ — განსაკუთრებით, თუ კრედიტის აღებას ან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად ან ხანმოკლე დიეტის დასაწყებად.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ პარტნიორის საჭიროებების მიმართ უფრო გახსნილი და ყურადღებიანი იყოთ, რომ უთანხმოებები თავიდან აიცილოთ.

ნუ ჩაერთვლებით კონფლიქტებში და უმნიშვნელო საკითხებბზე დროს ნუ დაკარგავთ. ნებისმიერ საქმეში მთავარი თანმიმდევრულობაა, ამიტომ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეში ასჯერ ნუ შეცვლით! მოულოდნელი იდეებისა და ახალი ინფორმაციის ნაკადი გელით. ურანის პოზიცია მერკურთან დაგეხმარებათ, რომ საქმის არსს ჩასწვდეთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ. დილას თავის ტკივილმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა შუადღემდე ყველაფერი გაივლის.

მერწყული

თუ პირად ურთიერთობებში ინიციატივას არ გამოიჩენთ, შანსს დაკარგავთ, თუმცა ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდეს. ასტროლოგები დაოჯახებულ მერწყულებს ურჩევენ, ამ დღეს მეორე ნახევარს არ შეეკამათონ, რადგან ეს შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს.

შანსი გაქვთ, რომ დაწყებული პროექტი ბოლომდე მიიყვანოთ და გაწეული შრომისთვის ღირსეული ჯილდოც მიიღოთ. ეს დღე იდეალურია ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისთვის. უახლოეს დღეებში მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება გელით, ამიტომ ეცადეთ კარგად გამოაძინოთ და რაც შეიძლება ხშირად დაისვენოთ.

თევზები

პირად ცხოვრებაში გამოცოცხლება გელით, თუმცა ახალი ამბავი გაიძულებთ, სასიყვარულო თავგადასავლები დროებით დაივიწყოთ. ძველი მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, თქვენზე ფიქრობენ — დროა შეხვდეთ და ფინჯან ჩაისთან ბოლო სიახლეები განიხილოთ.

ფრთხილად იყავით — ერთ-ერთი კოლეგა ეცდება პროვოკაცია მოგიწყოთ და ნუ აჰყვებით, თუმცა, არც საკუთარ პოზიციაზე თქვათ უარი. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს კარიერული და ფინანსური ზრდის ბრწყინვალე პერიოდი უახლოვდება, რომელიც ყველა გეგმის რეალობად ქცევაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — დილა ვარჯიშით დაიწყეთ და საღამოს სუფთა ჰაერზე ისეირნეთ ან ფიტნესცენტრში ჩაეწერეთ.