გასული წლის დეკემბერში, სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგი შეხვედრა აბუ-დაბიში დღეს გაიმართება. ქართველი მებრძოლი ახლა ტიტულის დაბრუნებას კვლავ რუს კონკურენტთან სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლაში მოუწევს.

მანამდე კი, სანამ ორთაბრძოლა დაიწყება, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა თანხას გამოიმუშავებს მერაბ დვალიშვილი თუ პიოტრ იანს დაამარცხებს.

როგორც sports.kz წერს, პიოტრ იანთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მებრძოლი ფიქსირებულ საპრიზო ფონდს 350 000 ევროს ოდენობით მიიღებს, თუმცა ეს თანხა მოგვიანებით გაიზრდება. ასევე ცნობილი ხდება, რომ თავად იანის დვალიშვილთან ბრძოლის გარანტირებული საპრიზო ფონდი 500 000 აშშ დოლარს შეადგენს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსი მებრძოლი სულ მცირე 1.43 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს – ეს თანხა დვალიშვილთან ფინალური ბრძოლისთვის იქნება.

ცნობილია ასევე ორთაბრძოლაში სხვა მონაწილეების ჰონორარებიც: ალექს ვოლკანოვსკი, რომელიც მთავარ ღონისძიებაში ტიტულისთვის მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება, გარანტირებულ 985 000 აშშ დოლარს მიიღებს. თუმცა, შესაძლოა, გადახდა ფიქსირებული იყოს და ცალკე გამარჯვების ბონუსი არ დაიშვას. ევლოევი, სავარაუდოდ, ამ ბრძოლისთვის 159 000 აშშ დოლარს მიიღებს, გამარჯვების ბონუსი კი ამ თანხას გააორმაგებს