თოვლისა და ლიპყინულის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„თოვლისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“- წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!