ოქ­ტომ­ბრის თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი შე­იც­ვა­ლა – ქვეყ­ნის უმე­ტეს ნა­წილ­ში წვიმს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. რო­დის გა­მო­ი­და­რებს, რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში და რო­დის მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა? ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა

რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში?

– დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მი­ა­ნი დღეა, გან­სა­კუთ­რე­ბით – აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ნა­ლე­ქია მთი­ან რა­ი­ო­ნებ­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. დღე­ვან­დე­ლი დღე ასე­თი წვი­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­დევ­ნო დღე­ებს, ხვალ, 23 ოქ­ტომ­ბერს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს, თუმ­ცა კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე შე­და­რე­ბით ძლი­ე­რი ქარი იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად, შიდა ქარ­თლის, ქვე­მო ქარ­თლი­სა და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში. 24-25 ოქ­ტომ­ბერს მცი­რე ხა­სი­ა­თის წვი­მა იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ხვა­ლაც პე­რი­ო­დუ­ლად ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე გვექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის 20-22 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. კვი­რის ბო­ლოს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 26-27 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 20-22 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა“.

რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი თბი­ლის­ში?

თბი­ლის­ში დღეს წვი­მა იქ­ნე­ბა. ღა­მის სა­ა­თებ­შიც და დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­და­ნაც პე­რი­ო­დუ­ლად იწ­ვი­მებს. 24 და 25 ოქ­ტომ­ბერ­საც კვლავ ვე­ლო­დე­ბით მცი­რე ხა­სი­ა­თის წვი­მას. ასე­თი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა…