მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.