საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე მოულოდნელად დაიღუპა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, გიორგი ნემსაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა შვილმა იპოვა.

“რეზონანსის” ინფორმაციით, ვეტერან სპორტსმენს 2 კვირის წინ მამა გარდაეცვალა, ახლა კი მისი უეცარი დაღუპვა ოჯახისთვის უდიდესი ტრავმა აღმოჩნდა.