სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი ნემ­სა­ძე 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ფეხ­ბურ­თელს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

გი­ორ­გი ნემ­სა­ძის მე­უღ­ლის, რუ­სუ­დან ჩირ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ნაშ­ვი­დე­ბი ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს გა­ი­მარ­თე­ბა, დაკ­რძალ­ვა კი შა­ბათს შედ­გე­ბა. გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ცე­რე­მო­ნი­ის მი­სა­მარ­თია: ვაკე, ატე­ნის ქუჩა №18ბ, მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი.

“ჯერ ძა­ლი­ან ადრე იყო გია შენი წას­ვლა! მად­ლო­ბა, რომ შვი­ლად მი­მი­ღე, მად­ლო­ბა ყვე­ლა სი­კე­თის­თვის, მად­ლო­ბა მხარ­ში დგო­მის­თვის, მად­ლო­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის, მად­ლო­ბა ყო­ვე­ლი წუ­თის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. მიყ­ვარ­ხარ, მუ­დამ მე­ა­მა­ყე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი და ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბი… გემ­შვი­დო­ბე­ბი“, – წერს გი­ორ­გი ნემ­სა­ძის რძა­ლი, მისი შვი­ლის მე­უღ­ლე მზი­კა მხე­ი­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეხ­ბურ­თე­ლი ძილ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, გარ­დაც­ვლი­ლი კი პირ­ვე­ლად სა­კუ­თარ­მა შვილ­მა იპო­ვა. ცნო­ბი­ლია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, გი­ორ­გი ნემ­სა­ძის მამა გარ­და­იც­ვა­ლა.

გი­ორ­გი ნემ­სა­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

წყარო: ambebi.ge