ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა.

,,მეგა ტვ”-ს ინფორმაციით ავტომობილში 2 ახალაგაზრდა იმყოფებოდა, სავარაუდოდ, 18-20 წლის ბიჭები.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწარფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.

როგორც ცნობილია ადგილზე მაშველები ჩამოვიდნენ ბათუმინდან.

პერიმეტრია გადაკეტილია, გზაზე მოძრაობა აკრძალალულია.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

,,მეგა ტვ” ადგილზე მუშაობს.