სკოლის საპირფარეშოში მე-4 კლასელ ბიჭს სექსუალური ხასიათის ქმედება მე-6 კლასელმა ბიჭმა აიძულა. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა | ინფორმაციას ამის შესახებ Interpressnews ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა.

როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.