საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა, მას კი მოსდევს კაპანაძე და გელაშვილი.

რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ სახელს, ათეულში პირველ პოზიციას გიორგი ინარჩუნებს. მას კი მოსდევს ნინო, მარიამი და დავითი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ გვარებსა და სახელებს საქართველოში.

10 ყველაზე გავრცელებული სახელი საქართველოში:

გიორგი – 193 059

ნინო – 115 555

მარიამ – 72 297

დავით – 68 149

ანი – 49 866

მარიამი – 48 750

თამარ – 47 795

მაია – 46 878

ალექსანდრე – 46 859

ლუკა – 46 073

10 ყველაზე გავრცელებული გვარი საქართველოში:

ბერიძე – 30 244

კაპანაძე – 19 261

გელაშვილი – 18 308

მაისურაძე – 15 968

მამედოვი – 15 381

გიორგაძე – 14 195

მამედოვა – 13 720

ბოლქვაძე – 13 239

ლომიძე – 13 105

წიკლაური – 12 888