კაპადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაპადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის – ე.წ. „ფერიების ბუხრის“ – ნაწილი ჩამოიშალა.
ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.
სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, დაღუპულები არიან 31 წლის ჟურნალისტი ფათიჰ ერაი ტუნა და მისი მეუღლე ბუღალეტრი 31 წლის ბეგუმ ჩეთინკაია ტუნა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, 2026 წლის 5 ივლისს დაქორწინდნენ. წყვილი კაპადოკიაში დასასვენებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება მესამე დაღუპულს, ის საფრანგეთის მოქალაქეა.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!