ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბიჭებს ემშვიდობებიან. ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მდინარე რიონში გადავარდა.

ART Georgia-ს ინფორმაციით, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ბერდია ხაბულიანია.

„რა ტრაგედიაა შვილებო, თქვენი დაკარგვა, რა სიმწარეა…“ – წერენ კომენტარებში.

მეორე ახალგაზრდის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.