ქუთაისში, მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.

უბედური შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. მდინარე რიონში მანქანა დღეს, დაახლოებით 3 საათის წინ გადავარდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „ინფო იმერეთი“