შემზარავი შემთხვევა იორმუღანლოში — ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს!

შემთხვევა დღეს, დღის საათებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება 30 წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.

როგორც თანასოფლელები ჰყვებიან, კონფლიქტის სათავე სამი ათეული წლის წინ დაიწყო, როდესაც ბრალდებულმა მოკლული ძმების და ცოლად შეირთო. მოგვიანებით ძმებმა დას მეუღლესთან ცხოვრება აღარ გააგრძელებინეს და საკუთარ სახლში დააბრუნეს.ადგილობრივების მონათხრობით, მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ კი, სავარაუდოდ, ძველი წყენა გაიხსენა და ძმებს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.