მკვლელობა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო – ერთ-ერთი ვერსიით, კახეთში მოკლულ ძმებს ჩასაფრება მაშინ მიუწყვეს, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ.

სისხლიანი ანგარიშსორება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია, mak.ge წერს, რომ მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა.

ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია.