ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.

აღნიშნულის გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება არის მეთორმეტე სართულზე. რამ გამოიწვია დაკვამლიანება, დამატებითი დეტალები უცნობია.