მოს­კოვ­ში 53 წლის ბიზ­ნეს­მე­ნის, ელე­ნა წე­რეთ­ლი­სა და მისი 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სულ უფრო მეტი დე­ტა­ლი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.
ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 47 წლის თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და სა­სა­მარ­თლომ მას 2-თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­მა­კაც­მა და­ნა­შა­უ­ლი ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რა, ის ამ­ტკი­ცებს, რომ მომ­ხდა­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად მოხ­და და მკვლე­ლო­ბას ან­გა­რე­ბა არ ედო სა­ფუძ­ვლად.
საქ­მის მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს რუ­სუ­ლი მე­დია, მათ შო­რის Mash, ავ­რცე­ლებს.
"ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა მინ­და“ - რის გამო და­ი­წყო კა­მა­თი

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ყვე­ლა­ფე­რი 1 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო. ამ დღეს გო­გი­აშ­ვილ­მა ელე­ნა წე­რეთ­ლის 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თის ვარ­ჯი­ში­დან წა­იყ­ვა­ნა. ახალ­გაზ­რდა ქალს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის, კერ­ძოდ, "მერ­სე­დე­სის“ შე­ძე­ნა სურ­და, თუმ­ცა დე­დის პარტნი­ო­რი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.გზა­ში მათ მან­ქა­ნის გამო იკა­მა­თეს.
გო­გი­აშ­ვილ­მა გო­გო­ნა სა­კუ­თარ ავ­ტო­ფა­რეხ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ენ­ტე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლებს არე­მონ­ტებ­და. კა­მა­თი კი­დევ უფრო გამ­წვავ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, მა­მა­კაც­მა ია­რა­ღი აიღო და გო­გო­ნას თავ­ში ეს­რო­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.
გო­გი­აშ­ვილ­მა ცხე­და­რი ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­მა­ლა.

თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლი
შემ­დეგ გო­გო­ნას ტე­ლე­ფო­ნი წა­ი­ღო და სახ­ლში წა­ვი­და. დამ­ნა­შა­ვეს ტე­ლე­ფო­ნის პა­რო­ლი ჰქონ­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ხე­ლით მის შეყ­ვა­რე­ბულს თა­ვად სწერ­და, რათა მომ­ხდა­რი და­ე­მა­ლა და ოჯა­ხის წევ­რებს ეჭვი არ გას­ჩე­ნო­დათ.
დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო - ამის შემ­დეგ ელე­ნა წე­რე­თე­ლიც მოკ­ლეს
გვი­ან სა­ღა­მოს გო­გი­აშ­ვი­ლი სახ­ლში დაბ­რუნ­და და ელე­ნა წე­რე­თელს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ თა­ვად უამ­ბო. რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ქალს ძლი­ე­რი ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა. ამის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა მა­საც ეს­რო­ლა.
ელე­ნა წე­რე­თე­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ცხე­და­რი გო­გი­აშ­ვილ­მა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გა­და­ი­ტა­ნა. შემ­დეგ ის კვლავ ავ­ტო­ფა­რეხ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი და­ა­ნა­წევ­რა და სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი პარ­კებ­ში მო­ა­თავ­სა.
მე­დი­ის ცნო­ბით, მე­ო­რე დი­ლით მან იგი­ვე გა­უ­კე­თა ელე­ნა წე­რეთ­ლის ცხე­დარს. ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ცხედ­რის ნა­წი­ლი მან ხორცსა­კეპ მან­ქა­ნა­შიც გა­ა­ტა­რა.

3 ოქ­ტომ­ბერს ოჯა­ხის წევ­რებს ეჭვი გა­უჩ­ნდათ, რად­გან ელე­ნა წე­რე­თელს ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა, ქალ­თან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­რეკ­ვა ვერ შეძ­ლო და ოჯა­ხის წევ­რებ­მა გან­გა­ში ატე­ხეს. სწო­რედ ამის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ.
ელე­ნა წე­რეთ­ლის ცხე­და­რი მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მისი 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­ფა­რეხ­ში იპო­ვეს.
იქვე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­მა­ლა­ვიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გაქ­ცე­ვა - რო­ლექ­სე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი და ია­რა­ღი
გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გი­აშ­ვილ­მა მოს­კო­ვი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და. მას თან ჰქონ­და მოკ­ლუ­ლი ელე­ნა წე­რეთ­ლის ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი - სა­ა­თი და სა­ყუ­რე­ე­ბი, ასე­ვე ია­რა­ღი. მა­მა­კა­ცი ქა­ლა­ქი­დან ძვე­ლი ნაც­ნო­ბის დახ­მა­რე­ბით წა­ვი­და. ქალ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც მე­დი­ა­ში ამ ეტაპ­ზე არ სა­ხელ­დე­ბა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, არა­ფე­რი იცო­და.
მათ ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის­კენ აი­ღეს გეზი. გზა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს და გო­გი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.
კი­დევ ერთი ქალი, BMW X5 და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი

საქ­მე­ში კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლი გა­მოჩ­ნდა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გო­გი­აშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ორ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი 40 წლის ქა­ლია, რო­მელ­თა­ნაც, მა­მა­კაცს და­ახ­ლო­ე­ბით ოთხწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.
მე­დი­ის ცნო­ბით, ელე­ნა წე­რე­თე­ლი გო­გი­აშ­ვი­ლის ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­შიც ეხ­მა­რე­ბო­და და მას პი­რა­დი ხარ­ჯე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი სა­ბან­კო ბა­რა­თიც კი ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი.
გო­გი­აშ­ვილს ვა­ლე­ბი ჰქონ­და

გა­ზა­ფხულ­ზე მან 40 წლის საყ­ვა­რელს BMW X5 გა­მო­არ­თვა და უთხრა, რომ ავ­ტო­მო­ბილს სა­ბუ­რა­ვე­ბი უნდა შე­ეც­ვა­ლა. მან­ქა­ნა ქალს აღარ და­უბ­რუ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გი­აშ­ვილ­მა მის­გან კი­დევ 500 ათა­სი რუბ­ლი ისეს­ხა და თან­ხის აღე­ბის მი­ზე­ზად ძრა­ვის შე­კე­თე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.
ქალ­მა მას თან­ხა მის­ცა, თუმ­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ფული აღარ და­უბ­რუ­ნე­ბია.
მკვლე­ლო­ბის დღეს საყ­ვა­რელ­თან წა­ვი­და და არა­ფე­რი უთ­ქვამს

საქ­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლი სწო­რედ ამ ქალს უკავ­შირ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ის სექ­ტემ­ბერ­ში გო­გი­აშ­ვი­ლის მიწ­ვე­ვით მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და და სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­და. მკვლე­ლო­ბის დღეს ისი­ნი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ღა­მით, გო­გი­აშ­ვი­ლი მას­თან სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და და მშვი­დად და­ი­ძი­ნა.
ქალს, წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ გო­გი­აშ­ვილს ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან მა­მა­კა­ცის თხოვ­ნით ავ­ტო­მო­ბი­ლი იქი­რა­ვა და თა­ვად დაჯ­და სა­ჭეს­თან, რათა კაცი როს­ტოვ­ში, შვი­ლებ­თან წა­ეყ­ვა­ნა.
მათი გზა ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში შე­წყდა - ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს და მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.
რო­გორ შეხ­ვდნენ ელე­ნა წე­რე­თე­ლი და თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლი
რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გი­აშ­ვილ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2022 წელს მი­ი­ღო და მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. Mash-ის ცნო­ბით, ის ელე­ნა წე­რე­თელს 2020 წელს, მოს­კო­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდა.
ელე­ნა წე­რე­თე­ლი მა­ნამ­დე რეს­ტო­რა­ტორ მა­მუ­კა წე­რე­თელ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, 2023 წელს, ელე­ნა და გო­გი­აშ­ვი­ლი ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გი­აშ­ვი­ლი ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რად და საკ­ვე­ბის მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და, ელე­ნა წე­რე­თელს კი სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი ჰქონ­და.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქალ­მა ბინა ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე შე­ი­ძი­ნა - სწო­რედ იმ სახ­ლში, სა­დაც მისი ცხე­და­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.