რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ახა­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ აკურ­თხეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვის, იგი­ვე "შაქ­რო მა­ლა­დო­ის" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მი­ი­ღეს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­მა კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღის საფრ­თხე შექ­მნა.

რომ­ში 22 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ შეკ­რე­ბა­ზე რვა ადა­მი­ანს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ცე­რე­მო­ნი­ა­ში 15-მდე "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შეკ­რე­ბა სო­ხუ­მის კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მარ­თეს, რომ­ლის ლი­დე­რე­ბა­დაც ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, მეტ­სა­ხე­ლად "ტარო", და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე, იგი­ვე "სო­ხუ­მე­ლი", მი­იჩ­ნე­ვი­ან.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ახა­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ აკურ­თხეს. ცე­რე­მო­ნია 2013 წელს ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვის, იგი­ვე "შაქ­რო მა­ლა­დო­ის", მიერ და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვის დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და.

ვინ მი­ი­ღო "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ტი­ტუ­ლი

"პრა­იმ კრა­მის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ­ში გა­მარ­თულ შეკ­რე­ბა­ზე ტი­ტუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რვა მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭეს. მათ შო­რის არი­ან:

და­თუ­ნა გაზ­დე­ლი­ა­ნი;

ნო­დარ ნი­ში­ა­ნი­ძე - თბი­ლი­სი­დან;

ვაჟა სუ­ლა­მა­ნი­ძე;

არ­სენ გა­ბა­და­ძე - ქუ­თა­ი­სი­დან;

რა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე;

ანრი კა­დი­ე­ვი - ბა­თუ­მი­დან;

გი­ორ­გი კო­კაშ­ვი­ლი - გო­რი­დან;

გი­ორ­გი ჩხე­ტი­ა­ნი. განაგრძეთ კითხვა