ქუ­თა­ის­ში 5 წლის ბავ­შვი აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნი­ელ ბა­ზა­ძე ქუ­თა­ი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის N31 ფი­ლი­ა­ლის აღ­საზ­რდე­ლი იყო.

სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მო­ზარ­დი ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლის, ლალი გა­ბე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვს აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცია გა­სულ კვი­რა­ში ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.”გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ეს რა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გუ­შინ და­რე­კა მშო­ბელ­მა და გარ­და­იც­ვა­ლაო გვი­თხრა. ბავ­შვს მუ­ცე­ლი ას­ტკი­ვე­ბია, წა­უყ­ვა­ნი­ათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ბრმა ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თე­ბი­ათ 22 ოქ­ტომ­ბერს. ამის შემ­დეგ დამ­ძი­მე­ბუ­ლა და აპა­რატ­ზე შე­უ­ერ­თე­ბი­ათ. შემ­დეგ მო­უხ­სნი­ათ აპა­რა­ტი­დან და კონ­ტაქ­ტუ­რიც იყო ბავ­შვიო, შემ­დეგ ისევ დამ­ძი­მე­ბუ­ლა და გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. ” – გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­ბავ­შვო ბა­ღის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.