ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­ა­რის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია!“ – უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება.

როგორც იასკო წერს, ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­ა­რის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია!

“კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

არა­ვის ვაძ­ლევ ჩემი შვი­ლის ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბას!

მინ­დო­და, კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი ბავ­შვის პი­რა­დი სივ­რცი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. მაგ­რამ ეს არ გა­მო­დის.

ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­ა­რის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია!“ – წერს ლიზა იას­კო.

მის გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ შვი­ლი ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა და მას­თან შეხ­ვედ­რას პა­ტიმ­რო­ბის გამო ვერ ახერ­ხებს. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე პა­ტა­რა ჟას­მი­ნი ბე­ბი­ას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.