ოქტომბერი სრულდება და წინ განსაკუთრებული ღამე გველოდება - ღამე, როდესაც სამყაროებს შორის ფარდა იწევა. კელტურ ტრადიციაში მას სამჰეინი (სამაინი) ეწოდება.

„წლის ამ განსაკუთრებული ღამის წინ მთვარე კირჩხიბის ნიშანში განაგრძობს მოძრაობას, რაც აძლიერდებს ჩვენს მგრძნობელობას, ემოციურ აღქმა და ოჯახური სიმყუდროვის, ემოციური სტაბილურობისა და ახლობლების მხარდაჭერის მოთხოვნილება.

დაახლოებით შუადღემდე კირჩხიბის მთვარე ჰარმონიულ ასპექტს შექმნის მორიელის ნიშანში მყოფ მერკურთან. ეს ხელს შეუწყობს როგორც საკუთარი გრძნობების, ისე გარშემომყოფთა ემოციური მდგომარეობის უკეთ გაგებას.

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია გულწრფელი საუბრებისთვის, ოჯახური საკითხების განხილვისთვის, ძველი ურთიერთობების აღსადგენად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. დღეს ყურადღება წარსულთან დაბრუნებასა და შეჯამებას უნდა დავუთმოთ, რადგან შეგახსენებთ, რომ მერკური ამჟამად რეტროგრადულია და მისი გავლენა მომავლისკენ სწრაფვის ნაცვლად წარსულის გაანალიზებისკენ მოგვიწოდებს.

ამიტომ დღის პირველ ნახევარში სასარგებლო იქნება არა სამომავლო გეგმებზე საუბარი, არამედ ძველი, პასუხგაუცემელი საკითხების განხილვა. დღის ენერგია ხელს შეგიწყობთ, მერკურისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტის წყალობით, მშვიდად განიხილოთ ისეთი სიტუაცია, რომელიც ადრე უთანხმოებას იწვევდა, შერიგებისთვის საჭირო სიტყვები იპოვოთ ან დიდი ხნის წინ წარმოქმნილი გაუგებრობის მიზეზები გაარკვიოთ.

შუადღის შემდეგ კი ემოციური ფონი შეიცვლება, რადგან მთვარე დაძაბულ ასპექტს ქმნის სასწორის ნიშანში მყოფ რეტროგრადულ ვენერასთან. ორივე პლანეტა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს გრძნობებთან, მიჯაჭვულობასა და ურთიერთობებთან, ამიტომ ამ ასპექტმა შეიძლება გააძლიეროს ემოციური მგრძნობელობა, წყენა და ახლობლების ქცევით უკმაყოფილება.

ზოგჯერ ასეთი ასპექტის გავლენით სრულიად უმნიშვნელო წვრილმანიც საკმარისია იმისთვის, რომ გაგიჩნდეთ განცდა, თითქოს არ გაფასებენ, არ გიგებენ ან სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ.

მაგალითად, დაგეგმილი გქონდათ დასვენების დღე პარტნიორთან ერთად გაგეტარებინათ, მაგრამ მან მოულოდნელად საკუთარი საქმეებით დაკავება გადაწყვიტა. ან ელოდით დახმარებას, მხარდაჭერას, კეთილ სიტყვას, სანაცვლოდ კი შენიშვნა მიიღეთ, რომელიც სხვა დღეს შესაძლოა არც გწყენოდათ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რეტროგრადულ ვენერას შეუძლია წარსულის ემოციური ისტორიები გაააქტიუროს. დღევანდელი უკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა იმდენად მიმდინარე სიტუაცია არ იყოს, რამდენადაც გაცილებით ადრე დაგროვილი წყენა და იმედგაცრუება.

შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, პარტნიორს ერთბაშად ყველაფერი შეახსენოთ, ძველი პრეტენზიები წაუყენოთ ან ბოლოს და ბოლოს უთხრათ ყველაფერი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში გულში იტოვებდით. თუმცა გირჩევთ, დღევანდელი დღე ურთიერთობების გარკვევას არ დაუთმოთ. დაძაბული ასპექტი ჩაივლის, მაგრამ გაღიზიანების დროს ნათქვამმა სიტყვებმა შესაძლოა ხანგრძლივი და ღრმა კვალი დატოვოს.

მით უფრო, რომ ამჟამად მერკურიც და ვენერაც რეტროგრადულ მოძრაობას განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ორივე პლანეტა ამ მდგომარეობაში ნოემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება, ამიტომ ძველ კონფლიქტებს ადვილად შეუძლია ახალი გაგრძელება ჰპოვოს.

თუმცა, დღეს მხარდაჭერის გარეშე არ დავრჩებით. დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ ვენერასა და იუპიტერს შორის - ბედნიერების პლანეტებს შორის.

ეს ასპექტი შეგვახსენებს დიდსულოვნების, დიპლომატიურობისა და მოვლენების უფრო პოზიტიურად და ოპტიმისტურად აღქმის უნარს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, ცნობიერად შევქმნათ ჩვენს გარშემო მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო. ხელსაყრელია საოჯახო საქმეებით დაკავება, ოჯახის წევრებისთვის დროის დათმობა, გემრიელი კერძის მომზადება და საკუთარი თავისა თუ ახლობლების გახარება სასიამოვნო წვრილმანებით.

გისურვებთ სიბრძნეს, რომ წყენას წყენით არ უპასუხოთ, წუთიერი გაღიზიანების გამო ურთიერთობა არ დააზიანოთ და გახსოვდეთ: ზოგჯერ სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება არის ის, გაჩუმდე, მოუსმინო და თანამოსაუბრის გაგება სცადო.

რაც შეეხება მთვარის დღეების გავლენას, 22:25 საათამდე იმოქმედებს ენერგიული 21-ე დღე.

მისი სიმბოლოა ცხენი, რომელიც წინსვლას, მიზანსწრაფულობას, შეუპოვრობასა და ნებისყოფას განასახიერებს. ეს მთვარის ციკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა, როდესაც ისეთი ენერგიით ვივსებით, რომ თოთქოს მთების გადადგმაც კი შეგვიძლია.

მთვარის 21-ე დღის ენერგია გვეხმარება გაბედულად ვიმოქმედოთ და დაბრკოლებები გადავლახოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ენერგიას გამოვლინება სჭირდება, ამიტომ პასიურობა და უმოქმედობა სიმძიმის შეგრძნებას ქმნის. სპორტი, სეირნობა და აქტიურობა დღეს ძალიან სასარგებლო იქნება.

მოვლენები შესაძლოა სწრაფად განვითარდეს, გადაწყვეტილებები კი მოულოდნელად გაჩნდეს. ამიტომ იყავით ყურადღებით, მოუსმინეთ საკუთარ თავს და მზად იყავით იმისთვის, რომ ბედისწერამ მინიშნება ან ახალი შესაძლებლობა შემოგთავაზოთ“,- წერია ინფორმაციაში.