ხაშური–ოსიაურის გზაზე, ავარიას, ორი ბორჯომელი ახალგაზრდა ემსხვერპლა…

ხაშური–ოსიაურის გზაზე, მსუბუქი ავტომობილი წყალმზიდ სატვირთოს შეეჯახა. მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მგზავრი დაიღუპა, დაშავებული ორი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა, დათი გელაშვილია. გავრცელებული ცნობით, ავტომობილში მყოფი ოთხივე პირი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდანაა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი დაშავებული, 19 წლის მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი კლინიკაში შედარებით მსუბუქი დაზიანებებით მოათავსეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.