ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.