ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის ქალი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი სამსახურში ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ქსელური მარკეტის „გვირილას“ თანამშრომელია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!