თელავში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა, რომელიც ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, გზა გადაკეტა, რასაც ავტომობილების ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილებში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!