ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის გა­რე­მოც­ვამ იტა­ლი­ა­ში “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ კურ­თხე­ვის ახა­ლი პრო­ცე­სი წა­მო­ი­წყო, რი­თაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­არ­ღვია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის დაც­ვა­საც შაქ­რო კა­ლა­შო­ვი აკონ­ტრო­ლებ­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ­ში გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მე­ო­რე შეკ­რე­ბაც შედ­გა, სა­დაც კი­დევ 12 კან­დი­და­ტის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს. თუმ­ცა კურ­თხე­ვა მოს­კო­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლის შემ­დეგ გა­და­ი­დო. გა­მო­ცე­მა Vesti.az-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა პოსტსაბ­ჭო­თა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში გავ­ლე­ნე­ბის ახა­ლი გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და ძვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის და­სა­წყი­სი გახ­დეს.

31 ოქ­ტომ­ბერს რომ­ში მე­ო­რე შეკ­რე­ბაც გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც კი­დევ 12 ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლეს. კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ის გა­მარ­თვამ­დე მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძემ შეკ­რე­ბი­ლებს მოს­კო­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლი გა­აც­ნო.

შაქ­რო “მა­ლა­დოი” და ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი ახა­ლი კურ­თხე­ვე­ბის­გან დრო­ე­ბით თა­ვის შე­კა­ვე­ბას ითხოვ­დნენ. მი­ზე­ზად პირ­ვე­ლი ცე­რე­მო­ნი­ის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი დიდი აჟი­ო­ტა­ჟი სა­ხელ­დე­ბო­და. თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთი თვით გა­და­ი­დო – ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე.

გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბით, შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა მხო­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­დე­ბას მი­აღ­წია და არა მის გა­უქ­მე­ბას. ეს კი შე­საძ­ლოა ნიშ­ნავ­დეს, რომ მოს­კო­ვის გავ­ლე­ნა კრი­მი­ნა­ლურ იერ­არ­ქი­ა­ში ისე­თი ძლი­ე­რი აღარ არის, რო­გო­რიც ადრე იყო.

Vesti.az-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის გა­რე­მოც­ვამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ კურ­თხე­ვას. შაქ­რო მა­ლა­დო­იმ პრო­ცე­სის ერთი თვით გა­და­დე­ბას მი­აღ­წია, თუმ­ცა მა­ნამ­დე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ გა­უ­უქ­მე­ბია.

გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბით, თუ ტა­რი­ელ ონი­ა­ნი და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე კურ­თხე­ვებს გა­აგ­რძე­ლე­ბენ, შაქ­რო კა­ლა­შოვ­საც მო­უ­წევს ან ახა­ლი წეს­რი­გის აღი­ა­რე­ბა, ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა.

მე­ო­რე სცე­ნა­რი კი შე­საძ­ლოა იმ და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეს შე­ი­ცავ­დეს, რო­მელ­თა შე­კა­ვე­ბა­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და.

რომ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და რვა ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ გა­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლოა მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყოს იმ პრო­ცე­სი­სა, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის ხე­ლახ­ლა გა­და­ნა­წი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს.