217 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი გაეზრდება, გამოყოფილია 810 მლნ ლარზე მეტი - რომელ სამსახურებში მოიმატებს ანაზღაურება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს.