მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი: • გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე). • საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით. სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ლ
დრო:17:12
0 კომენტარი
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!