ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენის თქმით, ის გაათავისუფლეს, თავს კარგად გრძნობს და მომხდარის მშვიდობიანად დასრულება სურს.
„მინდა, ყველას ვაცნობო, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავაგრძელო.
მადლობა მინდა გადავუხადო აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. ძალიან მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან.
იმედი მაქვს, ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ. მე ბრალდების წაყენებას არ მოვითხოვდი. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა.
მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!