ქუ­თა­ის­ში 5 წლის ბავ­შვი აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნი­ელ ბა­ზა­ძე ქუ­თა­ი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის N31 ფი­ლი­ა­ლის აღ­საზ­რდე­ლი იყო.

"შაბათის ფორმულასთან" დანიელის მშობლები მომხდრის დეტალებს ჰყვებიან.

მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვს მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და. ქუ­თა­ი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მებ­მა გა­სინ­ჯვის შემ­დეგ უთხრეს, რომ მას აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

მათი თქმით, ოპე­რა­ცი­ას გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ბავ­შვს სა­სუნ­თქი გზე­ბი შე­უ­შუპ­და, რის გა­მოც მისი აპა­რატ­ზე გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. თუმ­ცა, რო­გორც მშობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, ამის შემ­დეგ ბავ­შვი კვლავ კონ­ტაქ­ტუ­რი გახ­და და კლი­ნი­კა­ში სხვა­დას­ხვა კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.