„კვარა, წითელ-ლურჯი ხალხი შენ გვერდითაა“ – პსჟ-ის გულშემატკივრებმა სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს.

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელ Instagram-ზე პოსტს აქვეყნებს.

ფეხბურთელმა გულშემატკივრების მიერ სტადიონზე გამოფენილი მხარდამჭერი ბანერის ფოტო „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

ბანერზე ფრანგულ ენაზე წერია: „Kvara, le peuple rouge et bleu avec toi“, რაც ქართულად ნიშნავს: „კვარა, წითელ-ლურჯი ხალხი შენ გვერდითაა“.