გურამ შეროზია დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს:
,საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში, მართლა ვერ ვიჯერებ!!- კაცმა ვალი აიღო და ვეღარ დააბრუნა- ბუნებრივია, ბანკმა იპოთეკაში ჩადებული ბინა გაყიდა- ცოლ-ქმარმა პატიოსნად, თავისი ფულით იყიდეს ბინა- ყოფილი მფლობელი რვა წელი არ გამოდიოდა სახლიდან!
გაამრავლეთ რვა წლის ქირა, ანუ რამდენ ხანს იცხოვრა უფასოდ!!- კიდევ პრეტენზია ჰქონდა, ბინის ღირებულების მეხუთედს სთავაზობდა ცოლ-ქმარს და აქეთ ჰქონდა პრეტენზია, რატომ არ მეთანხებიანო.მერე ადგა და დახოცა!! და ამ დროს ხალხი:
– ar unda mieyvanat am mdgomareobamde- ushvilo colqmars rat undoda 220 kvadrati- aba rom asaxlebdnen ra egonaT?- sxvisi gamosaxlebuli saxli ar sheergebodat!და ათასი მსგავსი, რომელიც “არ ამართლებს” მკვლელობას, MAGRAM…
ძალიან საშიშია ასეთი ხალხის გვერდით ცხოვრება და ვაი რომ მგონი ძალიან ბევრნი არიან,”- წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს – ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!