🔻"ეტყობა სველ გზაზე მოუცურდა მძღოლს მანქანა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. როგორც ამბობენ, მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და მერე გადაბრუნდა. სულ ოთხნი იყვნენ მანქანაში, მეგობრები" ⤵️
ხელვაჩაურში, 5 ნოემბერს მომხდარ ავარიას ჩხუტუნეთის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ძნელაძე ემსხვერპლა. ავტომანქანა, რომელშიც თანასოფლელი ახალგაზრდები ისხდნენ, გზაში რამდენჯერმე მოსრიალდა და შემდეგ გადაბრუნდა.