თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც თავისი დედის შესახებ გვიყვება.

როგორც თამო საუბრობს, დედას ყველაფერი გაუგო, მაგრამ ერთადერთი რამ, რასაც მშობელს ვერ აპატიებს არის ის, რომ 2 დღის ასაკში დატოვა.

„ერთადერთი რამ, რასაც დედაჩემს ვერასდროს ვაპატიებ არის ის, რომ ორი დღის ბავშვი დამტოვა. არაფერი არ იყო, არც საჭმელი და არც პამპერსი. 2 თვის ბავშვი დამტოვა და ყველაზე ცუდი რაღაცები გადამატანინა. ვერასდროს გავიგებ 2 დღის ბავშვი როგორ უნდა დატოვო. ისიც ვუთხარი, მერე პაპამ და ბებიამ რომ აღარ მოგიშვეს, არც უნდა მოეშვი თქო. არ მინდოდა ტანსაცმელები, მე დედა მინდოდა, რომელიც ჩამეხუტებოდა. გავიკეთებ ტესტს და ყველაფერს გავარკვევ. ძალიან გთხოვთ დედაჩემზე ცუდი კომენტარები არ დაწეროთ, ყველაფერს კითხულობს და არ მინდა ცუდი ემოციები მიიღოს. დედებო, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეთ, ჯობია ყველაფერი ერთად გადალახოთ. არ მიატოვოთ შვილები“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.