19 ოქტომბერს საქართველოში ღრუბლიანობის მატება, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია ნავარაუდევი. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18-დან +23 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +21-დან +26 გრადუსამდე დათბება.

მთიან რაიონებში ტემპერატურა დღისით დაახლოებით +17-დან +23 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში კი ჰაერი შედარებით გრილი იქნება.