აღმოსავლეთ თურქეთის მალათიის პროვინციაში S-70 ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს: „ბორტზე მყოფი ჩვენი ოთხი გმირი თანამებრძოლი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჩვენი S-70 ტიპის ვერტმფრენი მალათიაში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ჩამოვარდა“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავიაკატასტროფამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც ახლომდებარე სახლსაც მოედო, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. ადგილზე კატასტროფების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და სამედიცინო ჯგუფები მუშაობენ. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარი არ არის. იყავით პირველი!